გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ბორჯომის სამშობიაროს ექიმის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

გარდაცვლილ ნინო თეთვაძის ოჯახის წევრები ბორჯომის სამშობიაროს ექიმის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროში საჩივრის შეტანას აპირებენ. ნინო თეთვაძე სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინო თეთვაძის გარდაცვალება ინფექციამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, პაციენტი კლინიკიდან მაღალი სიცხით გამოწერეს. ექიმი, რომელსაც თეთვაძეები ადანაშაულებენ, ლიცენზია შეჩერებული ჰქონდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ექიმს მუშაობის უფლება ნამდვილად ჰქონდა შეჩერებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ხუციშვილი აცხადებს, რომ თუ უწყებას ოჯახის წევცრები საჩივრით მიმართავენ, პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკლევას დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები