აჭარაში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა სამი მილიონი შეადგინა
სტიქიის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სამ მილიონ ლარს მიაღწია.
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა მთავრობის წევრებს გასულ კვირას სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საავტომობილო გზების, ხიდებისა და მდინარეთა კალაპოტების კუთხით აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემაც შეაჯამა.
„ჩვენ შევისწავლეთ ზარალის მოცულობა. მთავრობის წევრებს დავავალე, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ზარალის კომპენსირებაზე გადაწყვეტილების მიღება. მარტო ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი 1 170 000 ლარს შეადგენს, რასაც ჩვენი ძალებით ვერ დავფარავთ. თანხების ნაწილი, რაც დახმარებების სახით უნდა გაიცეს, დაახლოებით, 200 000 ლარია და მისი გამოყოფა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდება, დანარჩენზე კი, მივმართავთ პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
28 ივნისის საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა. გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქედაში მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც აჭარაში ერთ-ერთი დიდი საკალმახე მეურნეობა „აკავრეთა“ მთლიანად გაანადგურა, დაზიანდა იქვე არსებული რესტორანი „დავითი“, მისასვლელი ხიდი და გზა.