მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დასრულდა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დასრულდა. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროექტის ორგანიზატორებმა სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიალს II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნკი გიორგი ბლიაძე დაესწრო.
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოში აკრედიტებული მედიაორგანიზაციების 22 წარმომადგენელი სპეციალური პროგრამით აქტიურ მომზადებას 5 დღის განმავლობაში გადიოდა. მედიასწავლების ფორმატი მორგებული იყო ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების ფარგლებში სიმულაციური სცენარის მიხედვით სხვადასხვა სახის პრესკონფერენცია და საველე პრაქტიკული წვრთნა განხორციელდა.
სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება უწევდათ. სწავლების „გამთამაშებლები“ კი საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიდნენ. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები