პრემიერ-მინისტრი საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს რამაზანის დასრულებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს რამაზანის დასრულებას ულოცავს.
“მთელი გულით ვულოცავ ჩემს მუსულმან თანამემამულეებს რამაზანის დასრულებას. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსულმანისთვის. საქართველოში ყოველთვის საამაყო და სამაგალითო იყო ჩვენი ერთობა და ძმობა, ერთმანეთისადმი სიყვარული. სასიხარულოა, რომ ეს დამოკიდებულება სულ უფრო ღრმავდება, მომავალ თაობებს გადაეცემა და მტკიცე ხდება. კიდევ ერთხელ, ჩვენს მუსულმან თანამემამულეებს მთელი გულით ვუსურვებ სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას, თითოეულ ოჯახს მშვიდობიანი მომავალი, წინსვლა და წარმატებები არ მოჰკლებოდეს”, – აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები