“გადავწყვიტე, ყველას მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს”

გადავწყვიტე, ყველას სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს, – ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შეკრებილ 700-მდე მასწავლებელს.
საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით შეხვდა.
განათლების მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისცა, რომ ის გამოასწორებს დაშვებულ შეცდომებს და ამას პედაგოგებთან ერთად გააკეთებს.
„გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში – მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის დიდი, დიდი, დიდი ბოდიში და ამ ბოდიშს მე გიხდით. ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? – ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ – ჩემნაირებს ვგულისხმობ, მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, ყველას წინაშე”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები