გიორგი მღებრიშვილი კიბერუსაფრთხოების ეროვნული საინფორმაციო კვირეულის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კიბერუსაფრთხოების ეროვნული საინფორმაციო კვირეული დაწესდეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტოდან აცნობეს, უწყებაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრეებს შს მინისტრმა სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საფრთხეებსა და ინტერნეტსივრცის დაცულობის პრინციპებზე მომხმარებლების ინფორმირებას, კიბერდანაშაულის პრევენციის მხრივ, წარმოუდგენლად დიდი შედეგების მოტანა შეუძლია.
„საფრთხეებსა და ინტერნეტსივრცის დაცულობის პრინციპებზე მომხმარებლების ინფორმირებას, კიბერდანაშაულის პრევენციის მხრივ, წარმოუდგენლად დიდი შედეგების მოტანა შეუძლია. რადგანაც მოსახლეობის ინფორმირება კიბერდანაშაულის რისკებზე ასეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანია, დღეს მინდა, გამოვიდე ინიციატივით, რომ ვიფიქროთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული საინფორმაციო კვირეულის დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ჩვენი უწყებები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ“,- განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები