ილია მეორემ სულხან მოლაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სასულიერო პირებთან ერთად, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობს. სულხან მოლაშვილის ახლობლებს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 29 ივნისს, პარიზში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები