კოსტუნოვი – საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ყველა პერსპექტივა არსებობს

რუსთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ილია კოსტუნოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ყველა პერსპექტივა არსებობს.
კოსტინოვმა ეს განცხადება თბილისში გააკეთა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აშშ-ის კონტროლის ქვეშ არის, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა რეზოლუციაში გავიმარჯვებთ. მაგრამ ჩვენი პოზიცია ესმით, ხოლო ანტირუსულ განცხადებებს ოვაციები არ მოჰყვება. არსებობს ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა“, – განაცხადა კოსტუნოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსული დელეგაცია დააკვირდება საქართველო-აშშ-ის დიალოგის მსვლელობას, რათა რუსეთის წინააღმდეგ არ იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები