გასულ თვეში, პარტიების შემოწირულობების რაოდენობამ მთლიანობაში, 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისში პარტიების შემოწირულობების რაოდენობამ მთლიანობაში, 2 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც აქედან ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ -„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობის საერთო ოდენობამ 1 მილიონ 28 ათას 42 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი შემომწირველი „ქართული ოცნებისთვის“ გახდა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელმაც პარტიის ანგარიშზე 120 ათასი ლარი გადარიცხა, ხოლო ფიზიკურმა პირმა სოლიდური თანხა – 50 ათასი ლარი გაიღო.
ამჟამად, აუდიტის სამსახური ივნისის თვის მონაცემებს სწავლობს და გამოიკვეთა თუ არა რაიმე სახის დარღვევა, უწყების წარმომადგენლები ჯერ ვერ საუბრობენ.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, ყველა პარტიის სასარგებლოდ, ივნისის თვეში მთლიანობაში შემოწირულობის რაოდენობა, ჯამში, 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტია.
„აღნიშნული შემოწირულობები მოწმდება ჩვენ მიერ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით. ეს ეხება, პირველ რიგში, შემოსავლების სამსახურს, რომელსაც სასამართლო წესით ვთხოვთ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები