გიორგი მარგველაშვილი დღეს “ამნისტიის შესახებ” კანონს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ამნისტიის შესახებ” კანონს ხელს დღეს მოაწერს, – აღნიშნული ინფორმაცია  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.
როგორც მიშველაძემ განაცხადა, კანონის მიხედვით ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან 70 წლის ან 70 წელს გადაცილებული მამაკაცები და 65 წლის, ან 65 წელს გადაცილებული ქალბატონები, ბრალდებულები და მსჯავდებულები.
კანონი საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს 26 ივნისს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები