დავით საგანელიძემ და სლოვაკური ფონდის მმართველმა თბილისის ზღვის პროექტი Green City განიხილეს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სლოვაკური ფონდის IPM management LLP-ის მმართველი პარტნიორი მათიან ბოსეკი მიიღო. იგი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული.
სლოვაკური ფონდი, რომელიც კაპიტალს, ძირითადად, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების სექტრებში აბანდებს, საინვეტიციო პროექტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს.
შეხვედრას, დავით საგანელიძის და მათიან ბოსეკის გარდა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, ფინანსური დირექტორი გიორგი ციმაკურიძე, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი დანელია და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ესწრებოდნენ.
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სლოვაკური ფონდის წარმომადგენლს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ფონდის სტრუქტურა გააცნო. სტუმარმა ფონდში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარადგინა. საუბარი შეეხო თბილისის ზღვის პროექტს Green City-ის. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საპარტნიორო ფონდი მზადაა, სლოვაკურ ფონდთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტები განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები