ჩუმაკი – სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვიქტორ ჩუმაკმა განაცხადა, რომელიც სააკაშვილთან ერთად ახალი პარტიის შექმნას გეგმავს.
„რამდენადაც ვიცი და როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს“, – განაცხადა ჩუმაკმა საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ვიტალი კისკომ და დავით საყვარელიძემ საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადეს. ამ პარტიაში ვიქტორ ჩუმაკი და სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები