მთავარმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, პროკურორთა მე-18 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ ზაგრებში გამართულ ფორუმს ალბანეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრიის რესპუბლიკის, ბელორუსიის რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის, ხორვატიის რესპუბლიკის, უნგრეთის, ისრაელის სახელმწიფოს, იორდანიის, ლიბანის, მაროკოს სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკის, მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, სლოვენიის რესპუბლიკის, უკრაინის, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორები და პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ფორუმის მიმდინარეობისას განხილულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაზიდვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი შოთაძემ ასევე გაცნობითი ხასიათის ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც მხარეები უწყებებს შორის მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები