თინა ხიდაშელი: საჯარო სივრციდან დავემშვიდობები სულხან მოლაშვილს

„მაშინ, დღეს კამერებთან მოტირალთა ერთ ნაწილს არ სჯეროდა, მეორე ნაწილს ეშინოდა, მესამეებს არ ედარდებოდათ. დღეს ამ ფსევდოსპექტაკლს დგამენ, მე კი აქედან ვემშვიდობები სულხან მოლაშვილს,“ – წერს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
„აქედან, ამ საჯარო სივრციდან დავემშვიდობები სულხან მოლაშვილს. ძალიან დამწყვიტა გული ამ ამბავმა. ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მუდამ დასანანია და მით უფრო, როცა ადამიანი სიმართლეს ეძებს და ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ სათქმელი ბოლომდე უთქმელი რჩება. ვფიქრობდი ქაშუეთში მისვლას, დამშვიდობებას, მაგრამ ალბათ, ასე ჯობია. იქ ბევრი გულწრფელი ადამიანი ემშვიდობება ამ დღეებში სულხანს. ადამიანები, ვინც მასავით მიშას რეჟიმის მსხვერპლი იყო, ადამიანები, ვინც მაშინაც და დღესაც ვერ ეგუება უსამართლობას. თუმცა, იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ ხოლმე, ყველაფერი ფარსად ვაქციოთ და ფსევდოტრაგიზმით შევიმოსოთ კამერების წინ. მე სულხანი 2004 წლის 5 ივლისს ვნახე. ზუსტად 12 წლის წინ, დღევანდელ დღეს. იმ საშინელ საკანში, უმძიმეს მდგომარეობაში, ერთ-ერთმა პირველმა და მსოფლიოს ვამცნეთ ეს ამბავი“, -წერს თინა ხიდაშელი.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში, საფრანგეთში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მას დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები