მაგდა პაპიძის სასჯელის ვადა ხვალ გახდება ცნობილი

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ხვალ გახდება ცნობილი, სასჯელის თუ რა ვადას განსაზღვრავს მოსამართლე.
მომდევნო სხდომას ნაფიცი მსაჯულები აღარ დაესწრებიან.
მსაჯულთა ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ტაშით შეხვდნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მაგდა პაპიძის დამ პროკურატურა მათი მოწმეების დაშინებაში დაადანაშაულა.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ ბრალდებულის უფლებადამცველებს. მთელი დღის განმავლობაში სასამართლო სხდომა პაპიძის მოთხოვნით მედიისთვის დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები