ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსითბილისიწელს მეორედ ტარდება. ორგანიზატორებს სურთ, რომ კონკურსის დაჯილდოება კვლავთბილისობისდღესასწაულზე გაიმართოს და ეს ტრადიციად იქცეს.  წელს კონკურსში საზღვარგარეთ ქართული დიასპორების წარმომადგენლები და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი თანამემამულეებიც ჩაერთვებიან. „კვირას“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და  პრიზის ავტორი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე ესაუბრა.   

გიორგი ალიბეგაშვილი:  

რა იქნება წლევანდელი კონკურსის სიახლე?13595647_1433856799984279_1015903794_n

– შარშან მაგალითად, კონკურსის ფარგლებში არ გვქონდა ურთიერთობები დიასპორის კულტურისა და განათლების სამინისტროებთან, მაგრამ წელს უკვე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. უცხოეთში მივლინებით ყოფნისას, როდესაც ქართული დიასპორების წარმომადგენლებს ვხვდები, ძალიან ხშირად გამოხატავენ დაინტერესებას მსგავსი აქტივობების მიმართ. უნდათ, იგრძნონ სითბო, როგორც ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისგან, თვითონაც გაისარჯონ. ამ გზით ქვეყნის სიარული, სწორი მიმართულებაა. ასევე, ხელგაშლილები ვეპატიჟებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მათ მწერლებს შეუძლიათ, თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ამ თვალსაზრისით კულტურისა და განათლების სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს იმას, რომ მათ ფართოდ გააცნონ ჩვენი შეთავაზება და რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მასში მონაწილეობა. გვინდა ამ ღონისძიებას ზეიმის სახე მივცეთ. გვაქვს საგანგებო პრიზი – ხოხბის ქანდაკება, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა გია ჯაფარიძემ დაგვიმზადა. თუმცა ასევე გაიცემა ფულადი ჯილდოებიც. ვიმედოვნებთ, წელსაც საინტერესო სპონსორები გვეყოლება.

კონკურსის მთავარ პრიზზე მიამბეთ, რატომ ხოხობი?

– ყველას კარგად მოგეხსენებათ, აბანოთუბანში აშენებულია 40 სებასტიელი მოწამის მონასტერი. როდესაც იქ არქეოლოგიური გათხრები მიდიოდა, აღმოაჩინეს XII საუკუნის არტეფაქტები, თასები, რომელზედაც ულამაზესი მოჭიქვის წესით გამოსახულია ხოხობი. ჩვენი წინაპრები იმ ცნობილი ლეგენდის მერე ყურადღებას  ამახვილებდნენ  არა ვახტანგ გორგასლის მიმინოზე, არამედ – ხოხობზე. დასკვნა ცალსახაა, რომ ხოხობი არის ენდემური ჯიშის ულამაზესი ფრინველი. რომ არსებობს ქართული ხოხობი და ეს შესულია ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებში. მიმინოს ქანდაკება კი ძალიან კარგმა ხელოვანმა, ემირ ბურჯანაძემ შექმნა, რომელიც მერე, საბჭოთა ეპოქაში, თბილისის ემბლემად იქცა. ამ შემთხვევაში, ჩვენი დიდი წინაპრების მხარეს გადავიხარეთ და ხოხობი, როგორც ჰუმანურობისა და მშვენიერების სიმბოლო, ავირჩიეთ, რომელიც გვსურს ამ კონკურსის ტრადიციად იქცეს.

გია ჯაფარიძე:13551083_1433856843317608_634882455_n

-კონკურს „თბილისის“ პრიზის – „ხოხბის“ იდეა,  რასაკვირველია, ისევ თბილისთან და ხოხობთანაა დაკავშირებული. მინიატურული ქანდაკება ძველ თბილისში  ნაპოვნი კერამიკული ნაწარმოების მიხედვით გაკეთდა. ამით ვიხელმძღვანელე, რომ  თბილისთან და მის ლეგენდასთან ახლოს ყოფილიყო. ესაა – ხოხობი, რომელსაც პირით უჭირავს ყურძნის მტევანი.

-ბატონო გია, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსების არსებობა?

-რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა. იმიტომ რომ ადამიანის შრომას და შემოქმედებას დაფასება სჭირდება. რაც უფრო დაფასებული იქნება, მით უფრო კარგია მთლიანად საზოგადოებისთვის. ეს კონკურსი გამორჩეული პიროვნებებისთვის არის განკუთვნილი. მათ, ვისაც წვილი აქვს შეტანილი ხელოვნებაში, ლიტერატურაში, პოეზიაში და ა.შ…
13617562_1433856803317612_187328645_n
13608253_1433856783317614_791902547_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები