დავით უსუფაშვილმა სულხან მოლაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სულხან მოლაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო არა მარტო მისი გარდაცვალებით გამოწვეული დანაკლისი და სინანული, არამედ იმ წლების და იმ ტანჯვის გამო, რომელიც ამ ადამიანმა გამოიარა წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, მას მოუწია ძალიან ბევრი თანამოქალაქის ტვირთის ზიდვა და ერთ ადამიანში მოიყარა თავი უზარმაზარმა ტრაგედიამ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 29 ივნისს საფრანგეთში, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილს ხვალ დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები