ირმა ქავთარაძემ ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელზეც 70-მდე კომპანიის ხელმძღვანელი იყო მოწვეული, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავების სასამართლოში გადაწყვეტის დროს.
მთავრობის წევრებმა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე იმსჯელეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის − არბიტრაჟის შესახებ, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად და ნაკლები ფინანსური დარღვევებით გადაწყვიტონ დავები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი ზვიად კორძაძე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, ასევე ექსპერტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები