საუდის არაბეთში ქართულმა კომპანიამ „საირმის“ მინერალური და წყაროს წყლის რეალიზაცია დაიწყო

მიმდინარე წლის ივლისიდან საუდის არაბეთმა ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წყლის რეალიზაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შ13595440_1172936939395464_488341337_nემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი შედის სამეფოს 32-მილიონიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი.
პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია “Amlak Trading Est.”
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა გადაეცა ქ. რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები