კობა ნარჩემაშვილი სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე საუბრობს

სრულებითაც არ არის სავალდებული, რომ ადამიანი ფიზიკურად მონაწილეობდეს წამების პროცესში, წამებას შეიძლება ჰქონდეს ფსიქოლოგიური ხასიათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოლაშვილი პოლიტიკურ პატიმრად იქნა ცნობილი, მითითებული იყო იმ პირთა დასჯის ვალდებულების შესახებაც, ვინც მონაწილეობდა მის წამებაში.
“სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური პატიმარი და იმავე გადაწყვეტილებაში მითითებული იყო იმ პირთა დასჯის ვალდებულების შესახებ, ვინც მონაწილეობდა მის წამებაში. სრულებითაც არ არის სავალდებულო, რომ ადამიანი ფიზიკურად მონაწილეობდეს წამების პროცესში, წამებას შეიძლება ჰქონდეს ფსიქოლოგიური ხასიათი, შეიძლება ორგანიზებას უწევდეს ადამიანი ამ ღონისძიებებს და კვალიფიციურად დამნაშავე ის შეიძლება უფრო იყოს ამ ქმედებებში, ვიდრე ისმ ვინც ამას ფიზიკურად ახორციელებდა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები