„მთავარია, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც მოლაშვილი ხელს ადებდა, ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდნენ“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ახლა მთავარია, ის ადამიანები, რომელთა გვარებსაც ასახელებდა მოლაშვილი, აღმოჩნდნენ სამართალდამცველების ხელში. „ამ საქმის გამოძიება ყოველთვის აუცილებლად იყო მიჩნეული. ახლა მთავარია, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ის ხელს ადებდა, აღმოჩნდნენ ქართველი სამართალდამცველების ხელში. მრავალი ადამიანის ძალისხმევით ცოცხალი გამოვიდა ბატონი სულხანი ციხიდან, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, ერთიანი ტკივილი, რაც დაკავშირებულია მის გარდაცვალებასთან, იმ დიდი ფიზიკური და მორალური ზიანის გამო, რაც მან ციხეში მიიღო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები