თეა წულუკიანი: სააკაშვილი, მერაბიშვილი და მისი მოადგილე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახმედ ჩატაევის და ყოფილი ხელისუფლების პირების ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საუბრობს.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან, იყენებდნენ მას სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე.
წულუკიანი ამბობს,რომ აღნიშნული კითხვების არსებობის გამო ის ჩატაევის გათავისუფლებას ნაადრევად მიიჩნევდა.
„ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, არასოდეს დაგვავიწყდეს – როდესაც საქმე ეხება პანკისს, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას და საიდუმლო აგენტების თემებს, მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას, ეს უბრალოდ რჩევა და თხოვნა იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დიახ, არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან, იყენებდნენ მას სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე. როდესც რაღაც არ მოეწონათ, ჩასვეს ციხეში. ასე დაგვხვდა ჩვენ. გამოვიჩინოთ სიფრთხილე ამ თემაზე, რადგან სახელმწიფო ინტერესი არის პირველ ადგილზე, ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდესაც სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები