დიმიტრი ლორთქიფანიძე – ვუერთდები იმ ხელმოწერებს, რომლითაც საზოგადოება სულხან მოლაშვილის წამებაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის წამებაში დამნაშავე ადამიანების დასჯა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის უერთდება იმ ხელმოწერებს, რომლითაც საზოგადოება დამნაშავების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვს.
„ახლა, როდესაც სულხან მოლაშვილის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია მის სამშობლოში და დასვენებულია ოჯახში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით მინდა სამძიმარი ვუთხრა მისი ოჯახის წევრებს, ასევე მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ სოციალურ ქსელში უკვე დაწყებულია ელექტრონული ხელმოწერების გაკეთება ყველა იმ პირის დასჯის მოთხოვნით, რომლებსაც მოლაშვილის წამებაში, განზრახ დაპატიმრებაში და უკანონოდ პასუხისმგებაში მიცემაში ბრალი მიუძღოდათ. ასევე ყველა იმ არადაამიანურ მოქმედებებში, რომლის საბოლოო შედეგი იმაში აისახა, რომ სიცოცხლე მიუსწრაფეს მას. პირდაპირი და ირიბი ჩართულობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოკვეთს მრავალი ადამიანის ბრალეულობას და მე, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, ვუერთდები იმ მოთხოვნას, რომ დაისაჯონ დამნაშავე პირები, ისინი, ვისაც ბრალი მიუძღვით სულხან მოლაშვილის წამებაში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები