თედო ჯაფარიძე წერეთელზე: ჩანს, რომ ბატონ გიგის რთული დღეები უდგას

თუ გიგი წერეთელის აირჩევენ ასამბლეის პრეზიდენტად, ვნახოთ, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია “ნაციონალურ მოძრაობას, – ამის შესახებ დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„თუ დააკვირდებით მის მოქმედებას, დინამიკურ კომუნიკაციებს საპარლამენტო სესიის მსვლელობისას, ჩანს, რომ ბატონ გიგის რთული დღეები უდგას. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. რა წარმატებები და დადებითი შედეგები მოუტანა ეუთოს გიგი წერეთლის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობამ, ამას შეაჯამებს ხვალინდელი კენჭისყრა, რომელიც ფარულია. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ არჩევნებზე. თუ გიგი წერეთელს აირჩევენ ასამბლეის პრეზიდენტად, ვნახოთ, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები