ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: მოხარული ვარ, რომ რეზოლუციაში არის ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები

მოხარული ვარ, რომ რეზოლუციაში არის ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, – ასე აფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კრისტიან ვიგენინი ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტები საქართველოში“.
კრისტიან ვიგენინის თქმით, რეზოლუციის ზოგიერთი ელემენტი ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, მაგრამ არის ისეთი ელემენტებიც, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ცხადია, ეს რეზოლუცია ფართოდ იქნა მხარდაჭერილი საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალისა და კონფერენციის დელეგატების მიერ, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციის ზოგიერთი ელემენტი ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, მაგრამ არის ისეთი ელემენტებიც, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ რეზოლუციაში არის ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე ეხება იმ ადამიანების ცხოვრებასაც, რომლებიც განადგურებულები არიან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით.
დელეგატებს პირადად მოვუყევი ისტორია, რომელიც საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას ვნახე სოფელ ხურვალეთში რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი მამა-შვილისგან და ნათესავებისგან არის მოწყვეტილი, მისი მეუღლე კი შეუძლოდაა და მედიკამენტებს ვერ იღებს, გლობალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანების სიცოცხლე ბევრად უფრო პრიორიტეტულია და სწორედ ისინი უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა, რატომ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, სულ მცირე, გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, შეხვდნენ ნათესავებს და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. შეიძლება, დიდი საკითხები გადაწყდეს, როცა დავიწყებთ პატარებთან გამკლავებას“,- განაცხადა ვიგენინმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი აცხადებს, რომ ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ღიად ანტირუსულია და მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები