თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტიდან ხომ არ ვიტყოდი, გაწვევას ვაუქმებ-მეთქი? სხვა არჩევანი არ მქონდა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ ერთპიროვნული ფორმა მან ძალიან მარტივად, სამინისტროს იურიდიულ სამსახურთან ერთად იპოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მათ ვთხოვე, მოემზადებინათ დოკუმენტი, რადგან 2013 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, გაეუქმებინა გაწვევა. 2016 წელი უნდა მოხმარებოდა 2017 წლიდან გაწვევის დასრულების მზადებას. ეს არ მოხდა. პარლამენტში საყოველთაო გაწვევის კანონპროექტი ჩავარდა.
მე, როგორც მინისტრი, ვალდებული ვიყავი, ბოლომდე დავლოდებოდი საკანონმდებლო პროცესს, შემდეგ საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო და რადგან აკრძალვა ვერ მოვასწარით, თავდაცვის სამინისტრომაც გაიწვია წვევამდელები. ეს გაწვევა რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. ძალიან მალე, აგვისტოში, ახალი გაწვევა იწყება, შესაბამისად, უნდა მესარგებლა დროის ლუფტით და თემი გადაწყვეტილება გამომეცხადებინა. ვარშავის სამიტიდან ხომ არ ვიტყოდი, გაწვევას ვაუქმებ მეთქი? სხვა არჩევანი არ მქონდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინა ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტის აქტი ძალაშია და ის არავის გაუუქმებია.
„ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებაც ძალაშია და თუ საშემოდგომო გაწვევაშიც მივიღებდით მონაწილეობას, ვარღვევდი მოქმედ აქტებს, ამიტომაც მოცემული ვადის მიხედვით, აგვისტომდე შევასრულე აღებული ვალდებულება. რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება-მეთქი, მართლაც, უხეშად ჟღერს, როგორც ჩანს, სიცხის გამო ვთქვი ასე“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები