10 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაცია პეტიციის შედგენას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესის და ბოდიფიტნესის ფედერაციის წარმოამდგენლები 10 ივლისს, პეტიციას შეადგენენ, რომლის მიზანიც ბოდიბილდინგის სფეროს განვითარება იქნება.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ზაალ რუხაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ამავე დღეს, ლისის ტბაზე „საუკეთესო პოზირებაში“ შოუც გაიმართება.
„10 ივლისს პირველად ქართული ბოდიბილდინგის ისტორიაში ბოდიბილდინგის სამყარო ადგენს პეტიციას, რომლის მიზანიც ბოდიბილდინგის განვითარებაა. სპორტის ხელშეწყობა და ასევე ახალგაზრდების ჩაბმულობა სპორტში. ამ პეტიციის ფარგლებში, 10 ივლისს, ლისის ტბაზე გაიმართება შოუ საუკეთესო პოზირებაში, მონაწილეობას ორმოცამდე სპორტსმენი მიიღებს. გამარჯვებულად ის სპორტსმენი გამოვლინდება, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს“,- განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ზაალ რუხაძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არჩილ იანვარაშვილმა ბოდიბილდინგის ფედერაციის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„ეს პეტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი სპორტსმენია ჩაბმული და დაინტერესებული ამ სპორტით, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სფეროში. გვსურს, რომ განვვითარდეთ“,- განაცხადა იანვარაშვილმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს ფედერაციის წარმატებულ საქმიანობას და აღნიშნეს, რომ პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება.
„1990-1992 წლებში არსებობდა ათლეტიზმის ფედერაცია, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული სტატუსი. მასში შედიოდა როგორც ბოდიბილდინგის და ფიტნესის, ასევე „პაუერ ლიფტინგის“ ფედერაცია. აღნიშნული ათლეტიზმის ფედერაცია ახორციელებდა მის მოღვაწეობას და ატარებდა შეჯიბრებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს მომდინარეობდა 1999 წლის 15 დეკემბრამდე. ასეთი ერთობლივი შემადგენლობით, ხოლო ამ დროის შემდეგ, მოხდა ბოდიბილდინგის და ფიტნესის ფედერაციის გამოყოფა და მან მიიღო დამოუკიდებელი სტატუსი, რომელიც ასევე გაწევრიანდა  ბოდიბილდინგის ინტერნაციონალურ ფედერაციაში. ის არის სრულფასოვანი წევრი და მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტებით.
უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი, ეს არის მიმართვა და თხოვნა ამ სპორტით დაინტერესებული პირების მიმართ, როგორც მოყვარულთათათვის, ასევე პროფესიონალური მიმდევრებისთვის, რომ მასობრივად ჩაერთოს ახალგაზრდობა, მამაკაცები, ქალბატონები და გოგონები, მათ გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და სხეულის ფორმები. ეს არის ის თხოვნა, რომლითაც გვსურს, რომ მივმართოთ მოსახლეობას. ამ სპორტში, რა თქმა უნდა, იყო მიღწევები იქნება კიდეც და ვიმედოვნებ, რომ გაცილებით უფრო მეტ შედეგებსაც მივაღწევთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. მთავარია, მოხდეს დაინტერესება და ფართო მასების ჩაბმა  სპორტის ამ სახეობაში“,- განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები