საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა LIBE-ში დღეს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 4 ივლისს გაიმართება. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს, ვინაიდან ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის“ შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები