ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი -კონფლიქტი საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს, წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაცია იყო.
რეზოლუცია ეუთოს კომიტეტის წევრებს ცოტა ხნის წინ დავით უსუფაშვილმა გააცნო. რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა. მისი გათვალისწინების შემთხვევაში, საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები