დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა – კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
სხდომაზე განხილული იქნება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები