„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ კორცხელის ინციდენტზე ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ანგარიშის – ,,კორცხელი – ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე კლუბ „ფრონტლაინში“, ასათიანის #62-ში, გაიმართება.
ანგარიშში ქრონოლოგიურად არის ასახული 2016 წლის 22 მაისს, კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას. ანგარიშს „საქართველოს დემოკრატიული ინიცაიტივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები