სოზარ სუბარი აჰმედ ჩატაევზე: სააკაშვილის აგენტი ყოფილა, აფინანსებდა და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა

„ეს ცნობილი ტერორისტი-აჰმედ ჩატაევი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და მიხეილ სააკაშვილი პასუხს გასცემს რატომ აფინანსებდა ტერორისტებს.
„როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება მიხეილ სააკაშვილის პასუხები.
როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია – ეს იყო იარაღის უკანონო ტარება.
სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები