თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში გამოძახებებმა იმატა

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველების გამოძახების თაობაზე შეტყობინება დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონიდან დაფიქსირდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ზარზე რეაგირება მოხდა და დატბორილი სარდაფებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები