პირველად საქართველოში დიდი ბრიტანეთის დედოფლის იუბილე აღინიშნება

უახლოეს მომავალში ლონდონში ქართული კულტურის დღეები გაიმართება – ამასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინგლისის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გარდა ამისა, მემორანდუმი ახალგაზრდებისთვის – მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. როგორც შეხვედრის დასასრულს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელმა მაკო აბაშიძემ პორტალ “კვირას“ განუცხადა, დაიგეგმა საქართველოს კულტურის პალატასთან შემდგომი თანამშრომლობის ეტაპები. შემუშავდა ლონდონში ქართული კულტურის დღეების ჩატარების შესახებ კონცეფცია. გადაწყდა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულებისა და ღონისძიებების გამართვა.
bbb“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს მემორანდუმი ნიშნავს, რომ ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა უფრო გაძლიერდება, უფრო გაგვიმტკიცდება კავშირები ქართულ სავაჭრო პალატასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბრიტანული ქართული სავაჭრო პალატა შვიდი წლის განმავლობაში მუშაობს როგორც სავაჭრო, ასევე ინდუსტრიულ პროექტებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ბიზნესფორუმს ან ბიზნეს შეხვედრას თან უნდა დაჰყვებოდეს კულტურული ელემენტი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ 7 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი და საინტერესო კულტურული პროექტი განვახორციელეთ. ასეთი იყო ფარაჯანოვის ფესტივალი, გამოფენა: „ღვინო ხელოვნებაში და ხელოვნება ღვინოში“, რამდენიმე ქართველი მხატვრის გამოფენა და ასე შემდეგ. მაგრამ… ჩვენ გვჯერა, გვწამს და გვიხარია, რომ საქართველოს კულტურის პალატა ამ ახალი თანამშრომლობით შევძლებთ ახალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა. დავით ოქიტაშვილთან ერთად ბრიტანეთში გარკვეულ ახალ პროექტებს ვგეგმავთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ლონდონში მოგიწვევთ რაიმე კულტურულ პროექტზეც საქართველოსთან დაკავშირებით“,- აღნიშნა მაკო აბაშიძემ.
საქართველოს კულტურის პალატაში საპატიო სტუმრის სტატუსით დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი დევიდ ლიდინგტონი, დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მისი პირველი მოადგილე ჯონ გედდესი იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა “კვირასთან“ საუბრისას საქართველოს კულტურულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პოტენციალი ძალიან დიდია.
“მე ვარ ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წევრი და თბილისში ახალ ოფისს ვხსნით. მე აღფრთოვანებული ვარ იმ საშუალებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. კომისიას შეუძლია, ნახოს, რა პირობებში შეგვიძლია არსებობა. რაც აქ ვარ, შევხვდი საელჩოს მუშაკებს, ელჩს, ვისაუბრეთ 10 ივნისს – დედოფლის დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებითაც. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასაც“, – აღნიშნა დევიდ ლიდინგტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები