მერაბ ღოღობერიძე: მოვახერხე მესროლა ლევან ვარშალომიძისათვის ფეხსაცმელი

პირი, რომელმაც ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა, სასამართლომ გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძე ამბობს, მან ფეხსაცმლის სროლით აჭარლების გზავნილი გადასცა ვარშალომიძეს.
“ის ფორმა, რომელიც მე გამოვიყენე მიმაჩნია. რომ დემოკრატიული ფორმაა ფეხსაცმლის სროლა. შეიძლება ითქვას, რომ ვესროლე გადავეცი მესიჯი აჭარელი ხალხისგან. შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დამესხნენ თავს. მიუხედავად იმისა რომ ბევრი პოლიციელი იყო. ვერ გაარჩევდი ვინ იყო პოლიციელი და ვინ პარტიის წევრი. მოხდა შეხლა-შემოხლა. სასამართლო შემოიფარგლა გაფრხილებით და მცნო დამნაშავედ”, – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
მოგვიანებით, ღოღობერიძემ ინციდენტს სოციალურ ქსელში პოსტიც მიუძღვნა:
“თავისუფალი ვარ, დიხაც, მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი 2” -მა სიმართლე არ გაშუქა და თქვა, რომ მცდელობა იყო ტუფლის სროლის და აღკვეთილი იქნა დროულად, ტყუილია.
პ.ს. მოვახერხე მესროლა ლევან ვარშალომიძისათვის “ტუფლი” და გადავეცი, რომ ეს იყო აჭარელი ხალხისგან”, – წერს ფეისბუქზე ღოღობერიძე.
ინციდენტი რამდენიმე საათის წინ სარფის საბაჟოზე მოხდა, საიდანაც ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები