ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლეს – ვიდეო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ლევან ვარშალომიძეს, რომელიც საქართველოში დღეს დაბრუნდა, სარფის საბაჟოზე მოქალაქემ ფეხსაცმელი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.
ლევან ვარშალომიძემ საზღვარი უკვე გადმოკვეთა და თავის მხარდამჭერებსაც შეხვდა.