ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა.
მის ჩამოსვლას, აჭარაში მცირე ინციდენტი მოჰყვა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ერთ-ერთმა მოქალაქემ მისი დანახვისას ხმაური ატეხა, ის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ვარშალომიძეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.
სარფში შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა.
ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები