ვოლსკი: სააკაშვილის ხელისუფლება აჰმედ ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა

სააკაშვილის ხელისუფლება აჰმედ ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ჩატაევი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს უკრაინამ გადმოსცა.
“ჩატაევი უკრაინამ გადმოსცა საქართველოს, მას თხოულობდა რუსეთიც. ჩატაევი საქართველოში აღმოჩნდა, ასრულებდა გარკვეულ შუამავლის როლს. ლაფანყურის ოპერაციის დროს ჩატაევი დაიჭრა, მას ფეხი მოკვეთეს, ხელიც არ აქვს და არის ამავე დროს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მქონე ავსტრიაში. სააკაშვილის ხელისუფლება მას გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები