რატომ გაავრცელა “ქართულმა ოცნებამ“ გიგი წერეთელთან დაკავშირებით განცხადება – ვოლსკი განმარტებას აკეთებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გია ვოლსკი განმარტავს, თუ რატომ მიიჩნია პარტია “ქართულმა ოცნებამ” განცხადების გაკეთება გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის მხარდაჭრის შესახებ დელეგაციებში გაურკვევლობა გამოიწვია და “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ამიტომ გაავრცელა განცხადება.
მისივე თქმით, რეალურად გიგი წერეთელი უმცირესობას წარმოადგენს.
“საქართველოს ინტერესებზე თუა საუბარი, ამ შემთხვევაში, სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გიგი წერეთელი თავისი პოზიციიდან, “ნაციონალურ მოძრაობას” და არა რაღაც სახალხო საკაცობრიო ინტერესებს დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, პარტიამ აუცილებლად ჩათვალა, გაეკეთებინა ასეთი განცხადება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები