ირაკლი სესიაშვილი: ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო.
როგორც სესიაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ის დავალებებს სააკაშვილისგან იღებდა.
”ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი და ის საკაკაშვილისგან, გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს, მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს. ის მუშაობდა სააკაშვილზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, ახმედ ჩატაევი უკანონო პატიმარი იყო.
“ჩვენს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან. სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული. ილოცოს იმიტომ, რომ მასაც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა. გასარკვევია რა დავალებებს აძლევდა სააკაშვილი და მაშინდელი უშიშროების სამსახური ჩატაევს, როდესაც ჩვენი მოქალაქის ოპერატიული პასპორტით დაიარებოდა აქეთ-იქით”,- განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატმა ლაფანყურის სპეცოპერაციაც გაიხსენა.
”გია ლორთქიფანიძე საუბრობს, რომ ჩატაევი გამოიყენეს როგორც შუამავალი ლაფანყურის სპეცოპერაციაში. როგორც თავად ამბობს, ადამიანს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უცებ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ამას? საფუძველი ის იყო, რომ ჩატაევი აგენტი იყო და მათ მიიყვანეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოსალაპარაკებლად. შემდგომ, როგორც აღმოჩნდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთელი ის საქმე, რაც ძალიან ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენმა სპეცსამსახურებმა ესროლეს ჩატაევს. სავარაუდოდ, მისი ლიკვიდაცია უნდოდათ, რადგან ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩატავევი გადარჩა. იგი ფეხში იყო დაჭრილი და როგორც გია ლორთქიფანიძე ამბობს, ორ დღეში კი არ გამოვიდა ტყიდან, არამედ 9 დღეში გამოვიდა. კი არ გამოვიდა მოხოხავდა, რადგან ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და საერთოდ ვერ მოძრაობდა. ჩატაევი ტყიდან რომ გამოვიდა, მესაზღვრეებს ჩაბარდა, რადგან როგორც ყოფილ აგენტს იმედი ჰქონდა, რომ მას „ხელმძღვანელობა“ ანგარიშს გაუწევდა. ის საკუთარ სახელსა და გვარს ასახელებს მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე, ანუ მესაზღვრეებმა გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში. ამის შემდგომ მას უყენებენ ბრალს, უდებენ ორ „ლიმონკას“, ეს დასტურდება უკვე მოგვიანებით, შესაბამისი ჩვენებებით, რომლებსაც იძლევიან მესაზღვრეები, თარჯიმანი, ასევე ჩვენებებს იძლევიან კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშროომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ დავალება გვქონდა და ჩავუდეთ „ლიმონკებიო”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები