“ჩვენ არ გვაქვს დადასტურება, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო”

ჩვენ არ გვაქვს დადასტურება, რომ სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეც მინახავს სიუჟეტები და სტატიები, რაც ჩატაევზე გავრცელდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გამოცდილების გაცვლა. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ჩატაევი გათავისუფლდა ოთხი წლის წინ. მე არ შემიძლია, ახლა შევაფასო ფაქტი, რის გამო მოხდა გათავისუფლება“, – აღნიშნა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები