„სოციალური პროგრესის ინდექსით“ საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს

“2016 წლის სოციალური პროგრესის ინდექსის” მიხედვით, საქართველო საშუალოზე მაღალი პროგრესის მქონე ქვეყნების გვერდითაა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლი აქვს. ინდექსის მიხედვით, საქართველო 133 ქვეყანას შორის 69.17 ქულით 54-ე ადგილზეა.
ინდექსის ჩამოანათვალში ლიდერობენ ფინეთი, კანადა, დანია და ავსტრალია. ყველაზე დაბალი განვითარებაა ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში, ავღანეთსა და ჩადშია. რაც შეეება საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანი 77-ე ადგილზეა, 63.75 ქულით; სომხეთი 67-ე (66,05), რუსეთი 75-ე, თურქეთი 57-ე, უკრაინა – 63-ე, მოლდოვა – 72-ე.
სოციალური პროგრესის ინდექსი აერთიანებს შემდეგ კრიტერიუმებს: კვება და ჯანდაცვა, წყალი და სანიტარული პირობები, საცხოვრებელი და პირადი უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა საბაზო განათლებაზე, ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და კომიკაციის საშუალებებზე, ჯანდაცვა და კეთილდღეობა, გარემოს მდგომარეობა, პირადი უფლებები, პირადი თავისუფლება და არჩევანის უფლება, ტოლერანტულობა და ინკლუზიურობა, ხელმისაწვდომობა განათლებაზე.
საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს საბაზო განათლების ხელმისაწვოდომობაზე (98.29 ქულა), 90 ქულა აქვს წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობაზე, კვება და საბაზისო ჯანდაცვა 95 ქულით შეაფსასეს. საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 35 ქულა აქვს ტოლერანტულობისა და ინკლუზიურობის კუთხით. ასევე, შედარებით დაბალი მაჩვენებლი – 45 ქულა აქვს უმალესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, 53 ქულა აქვს გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით, ხოლო 57 ქულა აქვს პერსონალური თავისუფლებისა და არჩევანის შესაძლებლობის კუთხით.
ინდექსი “სოციალური განვითარების იმპერატივმა” მაიკლ ე. პორტერის, სკოტ სტერნისა და მაიკლ გრინის ავტორობით მოამზადა. “სოციალური განვითარების იმპერატივი” აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული გაერთიანებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები