ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 21 საგამოცდო ცენტრი და დღეს მიმდინარე ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე 9300-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97% გამოცდაზე გამოცხადდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 – მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 – ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 – ზე მეტი პედაგოგი.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები