მაგდა პაპიძეს ვერდიქტს 4 ივლისს გამოუტანენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ორშაბათს, 4 ივლისს გამოიტანენ.
როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვერდიქტის გამოტანამდე მხარეები დასკვნით სიტყვას და რეპლიკებს იტყვიან.
მისი თქმით, დღეს დაცვის მხარის მოწმეების და მათი მტკიცებულებების გამოკვლევა ორ საათში დასრულდა. სასამართლო განხილვისას დაცვის მხარის მხოლოდ ორი მოწმე დაიკითხა, ბრალდებამ კი 60-მდე მოწმე დაჰკითხა. მათი მტკიცებულებების გამოკვლევა 3 კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათს, 4 ივლისს სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი 12-დან ერთი მაინც არ დაეთანხმება, ვერდიქტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან ყველა ნაფიცი მსაჯული თანახმა უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები