ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს: უნდა მაპატიოთ, გაგეპარეთ, სამწუხაროდ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ნაცვლად იმისა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისულიყო და მედიისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შესახებ კომენტარი გაეკეთებინა, მუხიანში მდებარე საგამოცდო ცენტრში მივიდა.
როგორც გაირკვა, მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
როგორც ცნობილია, განათლების მინისტრი დღეს დილით, რეგისტრაციის დაწყებისას ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში უნდა მისულიყო, სადაც ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის 09:00 საათზე, მინისტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის პირველი კომენტარი კეთდებოდა.
”უნდა მაპატიოთ, გაგეპარეთ, სამწუხაროდ. მოგეხსენებათ, ასეთ მისვლას, ჩვეულებრივ ”პიარის სუნი” აქვს, რომ ”რა კარგი ტიპი ვარ”. სტუდენტებთან შეხვედრაზეც ვცდილობ, გაგეპაროთ, ხან გამოდის, ხან – არა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობით შეხვედრები და ისედაც, ადამიანური. იმედია მაპატიებთ, გაპარვის მიზეზი იყო, რომ მინდა ხანდახან ამ ხალხთან მქონდეს საშუალება, უბრალოდ, მარტივად ვისაუბროთ უჰალსტუხოდ. ახლაც, აქედან ვაპირებ გაგეპაროთ”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები