გიორგი კვირიკაშვილი: ერთიანობა სისასტიკის შესაჩერებლად აუცილებელია

ერთიანობა სისასტიკის შესაჩერებლად არის აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ეუთოს წარმოამდგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სულ რამდენიმე დღის წინ შემზარავი ტერორისტული აქტის მომსწრენი გავხდით. სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმა, უდანაშაულო ადამიანების სასიკვდილო გამეტება კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ ერთიანობა სისასტიკის შესაჩერებლად არის აუცილებელი. საქართველო უკვე წლებია, თავისუფალი მსოფლიოს გვერდით დგას ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, ვართ სიდიდით მეორე, წვლილის შემტანი ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამავდროულად, საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები