ამერიკელი მეცნიერი დეივიდ ფილიპსი: თურქეთს, ერდოღანის წარუმატებელი პოლიტიკის გამო ტერორი თავს დაატყდა

ISIS-ის მიერ ათათურქის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით აშშ კრიტიკას აგრძელებს.
ტერორისტული თავდასხმის დროს 41 ადამიანი დაიღუპა, 239 კი დაშავდა აქედან 41 მძიმედ არის დაშავებული. ტერორისტული აქტი აშშ მოქმედმა თურქულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაგმეს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსმა, პროფესორმა დეივიდ ფილიპსმა, ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. დეივიდ ფილიპსს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშის და პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროსაც გარკვეული პერიოდი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
ამერიკის ხმასთან საუბრისას ფილიპსმა აღნიშნა, რომ ISIS-ი სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაციაა. ″თურქეთი აქამდე ISIS-ის წინააღმდეგ დუმილის პოლიტიკით მოქმედებდა, რაც ძალიან არასწორი იყო.″-განაცხადა მან.
ფილიპსის მტკიცებით, ერდოღანის მიერ დღემდე განხორციელებული არასწორი პოლიტიკის გამო ISIS-ის პრობლემა თურქეთსაც თავს დაატყდა. ″ეს საშინელი ტერაქტი თურქეთის მიერ რეგიონში დღემდე გატარებული წარუმატებელი პოლიტიკის შედეგია″, -აღნიშნა მან.
დეივიდ ფილიპსის თქმით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან საბრძოლველად რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებების მხარდაჭერით ამ დაჯგუფებების გაკონტროლება სურდა, მაგრამ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა და თურქეთს ცუდად შემოუბრუნდა.
″ერდოღანმა, იმის ნაცვლად, რომ ამ რადიკალურ დაჯგუფებებს შებრძოლებოდა, ისინი დაიცვა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. თურქეთის რეგიონში გატარებული წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის გამო ISIS-ი კიდევ უფრო გაძლიერდა. შემდეგ კი მოვიდა და თურქეთს თავს დაესხა. ერდოღანის მიერ ჯიჰადისტური დაჯგუფებების მხარდაჭერის და რეგიონში გატარებული წარუმატებელი პოლიტიკის გამო თურქეთი შუა ომში აღმოჩნდა″, -განაცხადა ფილიპსმა.
ფილიპსის განცხადებით, ერდოღანმა თავისი შეცდომებით ქვეყანა ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა.
″ერდოღანმა, იმის ნაცვლად, რომ ISIS-ს შებრძოლებოდა, მათ წინააღმდეგ მებრძოლ ქურთებს ებრძოდა. ერდოღანმა, ISIS-ის წინააღმდეგ ვინც იბრძოდა, მათი განადგურება სცადა, რითაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. თურქეთს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან დააგვიანდა. ერდოღანმა თავისი შეცდომებით ქვეყანა ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა″, -აღნიშნა დეივიდ ფილიპსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები