რომის პაპი: გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაჯანში მშვიდობის ხელშესაწყობად

რომის პაპი ფრანცისკე პირველი 30 სექტემბერს – 2 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავა. გამოცემა Report-ის ცნობით, ამის შესახებ პაპმა ვატიკანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩასვლის მიზეზებსაც ხსნის.
“სამ თვეში მე გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაჯანში. მე გადავწყვიტე კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ჩასვლა მათი უძველესი ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად და იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად”, – განაცხადა ფრანცისკე პირველმა.
ასევე, მისი თქმით, ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია დიდი ძალისხმევა და ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
„ჩემი სურვილია, რომ თითოეულმა ადამიანმა შერიგების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 24-26 ივნისს სომხეთში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები