„ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა“

შს მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
“იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები