მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები, სავარაუდოდ, მირიანისა და ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს დაიკრძალება

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები, სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს დაიკრძალება,- ამის შესახებ გუშინ, სამთავროს დედათა მონასტერში საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა. მისი თქმით, დედათა მონასტერი ის ადგილია, სადაც მამა გაბრიელი მოღვაწეობდა ბოლო წლებში და სადაც მის საფლავზე, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ მრავალი სასწაული აღესრულებოდა. მიტროპოლიტის თქმით, ერთი კვირა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მონასტერში იქნება დასვენებული, შემდეგ კი გადაწყდება, როგორ მოხდება მისი გადასვენება. “სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავების მოპირდაპირე მხარეს, ტაძრის მეორე კუთხეში იქნება მისი წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ხალხს მამა გაბრიელის ასეთ დიდ ძალას, მის სიყვარულს, რომელიც ყოველ ადამიანს ეხმარება. მე მინდა დავლოცო ქართველი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო მოვიდა და პატივი მიაგო მამა გაბრიელს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერში გუშინ დაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები